Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებული გაამართლა

12 ოქტომბერი, 2017 15:16

თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ცნობით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხდრ ხდრიანი, მეტსახელად „ხიდირ მასივსკი“ წარდგენილ ბრალში გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც ხდრიანის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იყო.

„სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურამ ვერ წარადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ დაედასტურებინა წარდგენილი ბრალი. არ არსებობს არც იმის მტკიცებულება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამენაირ ე.წ. გარჩევებსა თუ „ობშიაკების“ აკრეფაში ყოფილიყო ჩართული, ან მისი დავალებით ხდებოდა რაიმე სახის უკანონობა. შესაბამისად, მოსამართლემ შეაფასა ყველა მტკიცებულება და გაამართლა ხდრ ხდრიანი“, - განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^