Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვოლსკი სამადაშვილზე: ასეთი საქციელი გაუწონასწორებელ, პატარა გოგოებს ახასიათებთ

12 ოქტომბერი, 2017 16:15

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  სალომე სამადაშვილმა  დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებით მიმართა. მისი თქმით, გია ვოლსკიმ მის მიმართ გენდერულად დისკრიმინაციული ენა გამოიყენა. 

საქმე ეხება 9 ოქტომბრის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, სადაც გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. „რა გაყვირებს, გოგო“ - ამ სიტყვებით მიმართა გია ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს. 

გია ვოლსკის თქმით, მას გენდერი არ უგულისხმია და პოლიტიკაში მეტი ქალი მეტ კდემამოსილებას, მეტ მოთმინებას, მეტ ანალიზსა და მეტ კომპეტენციას ნიშნავს. შესაბამისად, ის მეტი ქალის მონაწილეობას პოლიტიკაში ამიტომ უჭერს მხარს. 

„როცა კოლეგა ლაპარაკობს და მას საუბარს მაღალ რეესტრში ყვირილით აწყვეტინებ, ეს ის საქციელია, რომელიც გაუწონასწორებელ, პატარა გოგონებს ახასიათებთ. ეს გენდერული საკითხი არ არის, გენდერი საერთოდ არ მიგულისხმია, მისი საქციელი ვიგულისხმე, რაც გათამამებული პატარა ბავშვის საქციელია. ასე ჩემი შვილიშვილი იქცევა ხოლმე. ჩემს ჭირვეულ შვილიშვილს თავი რომ დავანებოთ, ეს ჭირვეული პატარა გოგოს საქციელი იყო და გენდერი არ მიგულისხმია“, - აღნიშნავს ვოლსკიმ. 

სამადაშვილი: ჩემ მიმართ დისკრიმინაციული ენის გამოყენების გამო გენდერულ საბჭოს მივმართავ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვაზე: სიმართლის ...

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვის შესახებ palitravideo.ge ...
18 ივლისი
18 ივლისი

როგორ მოხვდნენ მოზარდები მღვიმეში და რა ...

დღეს ტაილანდელი მოზარდები, რომლებმაც მწვრთნელთან ერთად ორ კვირაზე მეტი გაატარეს მღვიმეში, საავადმყოფოდან გაწერეს. საფეხ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" პარტიიდ ...

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიი ...
^