Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი გუგავა: მცხეთიდან რუსთავამდე მეტრო უნდა გაკეთდეს

12 ოქტომბერი, 2017 18:33

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ  ქალაქში გადაადგილების პრობლემის მოგვარება მცხეთიდან რუსთავამდე მეტროს გაკეთების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

გიორგი გუგავას აზრით, თბილისში, პარკინგის სისტემის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემასა და „ტრამვაის ხაზების ინსტალირების“ პარალელურად, მეტრო უნდა განვითარდეს. „გასარემონტებელი და შესასყიდია ახალი შემადგენლობები. მგზავრთა ნაკადის გადაყვანა საჭიროა მეტროს საშუალებით. უნდა მოხდეს ამ ხაზის განვითარება, საბოლოო ჯამში - მცხეთა-თბილისი-რუსთავის დაკავშირება მეტროს ხაზით. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი ამას ერთ და ორ წელიწადში ვერ მოახერხებს, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონორებთან ერთად უნდა დაიწყოს ამ პროექტის განვითარება.“ - მიიჩნევს გიორგი გუგავა. მისი აზრით, ეს პროექტი ქალაქში გადაადგილების პრობლემას დიდწილად მოაგვარებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^