Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კორძაია: ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - ესაა გზა პროგრესისკენ, ესაა ადამიანის გვერდით დგომა

12 ოქტომბერი, 2017 18:25

„სინამდვილეში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა კი არ მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში, არამედ ამ ბრძოლის ქვეშ ხდებოდა ძალადობა, მორალისტური ეთიკით შეფუთული ადამიანები ნარკოტიკებს იყენებდნენ ადამიანების დასაშანტაჟებლად, მათ ციხეში ჩასასმელად“, - „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ ვაღიარებთ იმას, რაც აღიარა მთელმა მსოფლიომ, რომ ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ დამარცხდა... ადამიანის მოთხოვნილებას გარკვეულ პროდუქტზე, ვერ ერევა ვერავინ და ვერაფერი, ვერცერთი ხელისუფლება, შესაბამისად ყველა ის ქვეყანა, სადაც ომი გამოუცხადეს ნარკოტიკებს, აღმოჩნა მსხვერპლი არალეგალური ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის, იმიტომ, რომ მოთხოვნა ვერ შემცირდა ამ აკრძალვით“, - აღნიშნა კორძაიამ.

მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანს ებრძოლო მისი ჩვევებისა და მოთხოვნილებების გამო.

„პარლამენტი არასოდეს არ არის პროგრესული იდეების ფლაგმანი ამ ქვეყანაში. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აღწევენ თავიანთი უფლებების დაცვას და შემდეგ პარლამენტს იძულებით რეჟიმში უწევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს. უკანასკნელ პერიოდში ეს დასტურდება - საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს პროგრესულ გადაწყვეტილებას., მერე უკვე გვიწევს, რომ პარლამენტმა იძულებით, კბილების ღრჭიალით მიიღოს გადაწყვეტილება და შეცვალონ მიდგომა, პოლიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, მხოლოდ დეკრიმინალიზაციაც არა, ლიბრეალიზაცია, სადაც ყველაფერი რეგულირებულია და სადაც ყველაფერს აქვს თავისი სახელი - ეს არის გზა პროგრესისკენ, ეს არის ადამიანის გვერდით დგომა, და ეს არის უარი შანტაჟზე, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ ჩვენს რეალობაში“, - განაცხადა კორძიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 თებერვალი
18 თებერვალი

სააგენტო: ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოშ ...

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ პირველადი ინფორმაციით ცეცხლი მიხაილოვ ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ირანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ირანულ მედიაზე დაყრდნობით CNN  ავრცელებს. თვითფრინავი, რომელშ ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

გურჯაანში სამშენებლო სამუშაოების შესრულე ...

გურჯაანის რაიონში სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალ ...
^