Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალეკო ელისაშვილი თბილისში თავისი პლაკატების გაკვრას არ აპირებს

12 ოქტომბერი, 2017 19:17

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, „თბილისის იერსახის დამახინჯებას“ საკუთარი პლაკატებით არ აპირებს. „მთელი თბილისი არის აჭრელებული სხვადასხვა პარტიის, მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატებით. შემდეგ ისინი წლობით რჩება ხოლმე და ათასობით, ასიათასობით პლაკატი, ვისიც არ უნდა იყოს, ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.“ - აღნიშნავს ელისაშვილი ვიდეომიმართვაში.

ალეკო ელისაშვილის თქმით, შეწირულობის სახით სხვადასხვა სტამბა მას ძალიან იაფად სთავაზობდა პლაკატების დაბეჭდვას, მაგრამ ტრადიციული პოლიტიკური გზით სიარულს არ აპირებს და არ უნდა, მისი პლაკატები თბილისს წლობით ამახინჯებდეს. „მე ვამბობ უარს, ჩემი პლაკატებით არ ავაჭრელებ ქალაქს.“ - თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^