Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა

12 ოქტომბერი, 2017 21:38

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.

„ტყუილია, რომ ჩვენ ვეხვეწებოდით პრეზიდენტს ვეტოს დადებას. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ დასრულდებოდა ხვალვე ამ რეფორმის ვენეციის კომისიის მიერ აღიარებული პროცესი, მას რომ ჩვენი რჩევა გაეთვალისწინებინა და შეესრულებინა პოზიტიური როლი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე. უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური პოზიციის ქონაში დაადანაშაულეს და მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინეს. სხდომაზე, უმრავლესობის წევრების თქმით, პრეზიდენტის შენიშვნები არ შეესაბამებოდა „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის თქმით, ანა დოლიძე ცდილობდა უმრავლესობის დარწმუნებას საქართველოს კონსტიტუციის კონსენსუსით მიღებაში, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ პირადი შეურაცხყოფა მიიღო. „ძალიან სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ მსგავსი გარემოს შექმნა გადაწყვიტა. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ასეთი ტიპის განწყობის მიუხედავად, უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს“ - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^