Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია

13 ოქტომბერი, 2017 16:42

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები მხოლოდ 8 პარლამენტარმა გაიზიარა. სხდომაზე 124 პარლამენტარმა გაიარა რეგისტრაცია. 

საქართველო კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა დაამტკიცა 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ. პარლამენტის თავჯდომარემ დეპუტატებს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.

„მოტივირებულ შენიშვნებში პირველი 4 საკითხი თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის საკითხებია. ისინი, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიასთან ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად. ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის შენიშვნებში. ესაა ბონუსის, აღმსარებლობის, ბლოკებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხები. მეხუთე საკითხიც ასევე „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ გესაუბრებოდით თუნდაც საკონსტიტუციო განხილვების დროს. ესაა 2020 წელს პროპორციული არჩევების დანიშვნის საკითხი. „ამ საკითხს ვინც იცნობს, იცის, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში აკლდა ხმები სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარე. მაგრამ საპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან არის შეთანხმება, რომ ოპოზიციური ხმები, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ ამ საკითხის გატანას მხარს დაუჭერს, იქნება დამატებული. ანუ ოპოზიცია მისცემს ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს და შესაბამისად ეს საკითხიც, სრულიად უმტკივნეულოდ იქნება გათვალისწინებული კონსტიტუციაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^