Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მკაცრად უნდა ვებრძოლოთ ასევე მომხმარებელს - წულუკიანი სრულ დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება

13 ოქტომბერი, 2017 12:26

„მიმაჩნია, რომ რომ ნარკოპოლიტიკა საქართველოში უნდა გახდეს კიდევ უფრო ლიბერალური, მაგრამ არამც და არამც არ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მაგრამ ვარ ასევე და ვიყავი მომხრე ლიბერალიზაციის, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტი, ებრძოლოს მათ შორის სისხლის სამართლის წესით ნარკოტიკის არამხოლოდ გადამყიდველს და მათ უნდა ვებრძოლოთ მკაცრად, ასევე შემომტანს, ასევე მათ უნდა ვებრძოლოთ მკაცრად, მაგრამ - ასევე მომხმარებელს, მაგრამ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს უფრო მაღალი ხარისხით დაცული და ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმ რევოლუციური ნაბიჯებით, რაც უკვე განვახორციელეთ და რაც ვერასდროს მივაღწიეთ, როდესაც ვიყავით ოპოზიციაში, მაგალითად, ის რომ ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს არ ჰქონოდა კანონით დაკისრებული ვალდებულება რომ პოლიციისთვის შეეტყობინებინა. რის გამოც არა ერთი ახალგაზრდა იღუპებოდა და არამხოლოდ ახალგაზრდა [სტილი დაცულია]“, - აღნიშნა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკა - რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

მინისტრის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ სისხლის სამართლის კოდექსში გამიჯნა მოხმარებისა და გასაღების მუხლები, „მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ნაბიჯები საკმარისი არ არის“.

მისი თქმით, ამავე დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რისი შესაძლებლობები აქვს სახელმწიფოს. ლიბერალიზაციას თან უნდა ახლდეს ჯანდაცვისა და  საგანმანათლებლო სექტორების გაძლიერება და რომ ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

მოსწავლე: ზეწოლა მოახდინეს ბავშვებზე, რი ...

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მხარდასაჭერად სკოლასთან აქციას მართავენ. მ ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

ცესკო ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუ ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, ...
19 ოქტომბერი
19 ოქტომბერი

NGO-ები: ომბუდსმენის არჩევისას სამოქალაქ ...

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს და მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ...
^