Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელია: პრეზიდენტის ვეტო კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების მორიგი ფაქტია

13 ოქტომბერი, 2017 14:16

პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

როგორც იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, ისმის საუბარი, რომ ეს არის თანხმობის ვეტო, მაგრამ ეს გახდა უთანხმოების ვეტო. 

“რეალურად ეს გახდა უთანხმოების ვეტო. ეს ვეტო არის კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვების მორიგი ფაქტი. ეს ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა ბესელიამ. 

მან ასევე თქვა, რომ უსაფუძვლოა საუბარი თითქოს ”ქართულმა ოცნებამ” ეს კონსტიტუცია განხილვების გარეშე მიიღო:”ვისურვებდი ხშირად გავიხსენოთ, როდესაც ვამბობთ, რომ ”ქართული ოცნება” იყო დარბაზში მარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ხალხთან საჯარო ფორმატის ფარგლებში. შეხვედრები იყო ღია, პირდაპირი ეთერით გადაცემული. ყოფილი ხელისუფლების დროს, დარბაზშიც კი ვერავინ შეაღწევდა”. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. 

„ტყუილია, რომ ჩვენ ვეხვეწებოდით პრეზიდენტს ვეტოს დადებას. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ დასრულდებოდა ხვალვე ამ რეფორმის ვენეციის კომისიის მიერ აღიარებული პროცესი, მას რომ ჩვენი რჩევა გაეთვალისწინებინა და შეესრულებინა პოზიტიური როლი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^