Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებებზე: იმედგაცრუებული ვართ, რომ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს

13 ოქტომბერი, 2017 20:09

„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს" - აშშ-ის საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 110 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები მხოლოდ 8 პარლამენტარმა გაიზიარა. სხდომაზე 124 პარლამენტარმა გაიარა რეგისტრაცია. 

საქართველო კონსტიტუციის ახალი რედაქცია პარლამენტმა დაამტკიცა 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ. პარლამენტის თავჯდომარემ დეპუტატებს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^