Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გორგიას" დამფუძნებლის მძევლად ჩაგდების მომზადებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

13 ოქტომბერი, 2017 22:15

გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გეგმავდნენ მაღაზიათა ქსელ „გორგიას“ დამფუძნებლის, გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდებას. ამისთვის იქირავეს მის მეზობლად ბინა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგენდნენ დანაშაულის ჩადენის გეგმას და განიხილავდნენ მოქმედების სხვადასხვა ვარიანტებს, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით. აღნიშნულის განსახორციელებლად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკი, შესანიღბად ,,პარიკი“ და სხვა ნივთები, რაც ამოღებულია გამოძიების მიერ. მას შემდეგ, რაც შექმნილი ჰქონდათ ყველა პირობა დანაშაულის განხორციელებისთვის, ბრალდებულები გ.გ., დ.ფ., რ.მ. და ვ.ვ დაკავებულ იქნენ სამართალდამცავების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მათ ცხრიდან თოთხმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^