Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Genpud წულუკიანს: ლიბერალიზაციის ბუნდოვან გადავადებას ხელისუფლების ნულოვან მზაობად ვაფასებთ

13 ოქტომბერი, 2017 23:17

გრძელვადიან პერსპექტივაში ლიბერალიზაციის ბუნდოვანი გადავადება „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" მიერ ფასდება, როგორც ხელისუფლების ნულოვანი მზაობა რეფორმის რეალურად განხორცილების ნებასთან დაკავშირებით - „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი" (Genpud) იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრის გადადებას აფასებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება სხდომის გაუქმებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ამყარებს განცდას, რომ ხელისუფლება უარყოფს ლიბერალიზაციის სასიცოცხლო მნიშვნელობას და ვერ აფასებს რეფორმის აუცილებლობას სრულფასოვნად.

„ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკა - რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

„ჩვენთვის ასევე ნიშანდობლივია, რომ არ რჩება სივრცე სათემო ორგანიზაციებისთვის და თემის წარმომადგენლებისთვის სამუშაო პროცესში, სადაც სწორედ თემისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე გაიმართება მსჯელობა. აღნიშნული ფაქტი GeNPUD-ის მიერ შეფასდა როგორც შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული. ამავდროულად თემის მიერ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გზავნილი განხილულ იქნა, როგორც შემაშფოთებელ ინდიკატორი რეფორმის სრულფასოვნად გატარების პერსექტივისთვის. 

თემის არ მონაწილეობით მიმდინარე პროცესი არ არის არც სამართლიანი და არც ჯანსაღი და ხდება თემის დისკრიმინირება საჯარო უწყებების მხრიდან. ჩვენი ვალდებულებაა ამ დროს დავიცვათ თემის უფლებები და შევახსენოთ სახელმწიფოს, რომ წამალდამოკიდებული ადამიანი ისეთივე მოქალაქეა, როგორც ყველა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებისა, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება და აფასებს პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობას. შესაბამისად ჩვენ მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას რეფორმის განხორცილების პროცესში, რომელიც სწორედ თემის და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ იქნა ინიცირებული, ვინაიდან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკების მომხმარებლების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობა, ღირსება და სიცოცხლეა" - ნათქვამია Genpud-ის განცხადებაში. 

წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე: შეხვედრა აღარ ჩატარდება, სანამ სიტუაცია არ დამშვიდდება

მკაცრად უნდა ვებრძოლოთ ასევე მომხმარებელს - წულუკიანი სრულ დეკრიმინალიზაციას ეწინააღმდეგება

დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სხდომა აღარ ჩატარდება, სანამ „სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე".

მინისტრის განცხადებით, ის ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ შეცვალოს მიდგომა, რომელიც გულისხმობს: „ვინ ჰკითხავს პოლიციელს, ვინ ჰკითხავს პროკურორს, ვინ ჰკითხავს მოსამართლეს, ვინ ჰკითხავს ზოგიერთ დეპუტატს, რომელიც არ არის დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან მათ ყველას ეკითხება აზრი, ყველა მინისტრსა და პრემიერს ეკითხება აზრი და ეს არის სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქცია".

„თეთრი ხმაური" წულუკიანს: არ ვაპირებთ ვიყოთ ინერტულები, ათასობით ადამიანი რეფორმის მოლოდინშია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^