Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომალიში ტერაქტს მინიმუმ 230 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

15 ოქტომბერი, 2017 19:30

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ტერაქტი მოხდა. ქალაქის ცენტრში სასტუმროს შესასვლელთან აფეთქებულ სატვირთო მანქანას ერთ საათში მედინას უბანში აფეთქება მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ტერაქტის შედეგად დაახლოებით 230 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. როგორც ცნობილია, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

სომალის პრეზიდენტმა მუჰამედ აბდულაჰი ფარმააჯომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 14 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტი ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც სომალიში ხელისუფლებას „ალ შაბაბის“ ისლამური დაჯგუფება დაუპირისპირდა. მოგადიშოს ბოლო ათი წელია, სწორედ ისლამისტი მებრძოლები ესხმიან თავს და ვარაუდობენ, რომ შაბათს მომხდარი ტერაქტის უკანაც „ალ შაბაბის“ დაჯგუფება დგას.

ფოტო: CNN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^