Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მოსახლეობის 6 ყველაზე პრობლემური სფერო

16 ოქტომბერი, 2017 12:43

რესპონდენტთა უმრავლესობა, 56% მიიჩნევს, რომ თბილისი ბოლო სამი წლის განმავლობაში არასწორად ვითარდება. მათგან ნაწილი - 22%-მდე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითადაა განწყობილი, - „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“ თბილისის მოსახლეობის საჭიროების შესახებ კვლევა ჩაატარა. 

კვლევის შედეგების მიხედვით, სოციალური და ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სფეროს შეფასების უარყოფით ველში მოხვდა, ანუ ყველაზე პრობლემატურ სფეროებად დასახელდა:

  • საყრდენი კედლები და ავარიული შენობები; 
  • სოციალური დაცვა;
  • ახალმშენებლობები;
  • განათლების ინფრასტრუქტურა;
  • გამწვანება;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;

ტრანსპორტის სფერო:

ტრანსპორტის სფეროში რესპონდენტები მიუთითებენ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც უარყოფით შეფასების ველში მოხვდა:

  • ტროტუარებზე მანქანების პარკირება (MEAN=2.91);
  • პარკირების ადგილების რაოდენობა (MEAN=3.05);
  • სატვირთო ტრაილერების ქალაქში მოძრაობა (MEAN=3.05);
  • მრავალსართულიანი (მიწისქვეშა/მიწისზედა) პარკირების არსებობა (MEAN=3.18);
  • „სითი პარკის" რეგულაციები (MEAN=3.36);
  • ტაქსებისთვის ლიცენზიის გაცემის პრაქტიკა (MEAN=3.39);
  • ე.წ. „სტაიანშიკების" არსებობა (MEAN=3.55);
  • სამარშრუტო ტაქსების კომფორტულობა მგზავრებისთვის (MEAN=3.63);
  • ტაქსების ტექნიკური მდგომარეობა (MEAN=3.71);
  • ტრამვაის ინფრასტრუქტურა (MEAN=3.83);
  • კონტროლიორების კომუნიკაცია მსგავრებთან (MEAN=3.85);
  • სამარშრუტო ტაქსების ფასი (MEAN=3.89);

(შეფასება განხორციელდა 7-ქულიან სკალაზე, სადაც ქულა 1 შეესაბამება უკიდერებად უარყოფით შეფასებას, ხოლო ქულა 7 - უკიდურესად დადებით შეფასებას. სკალის ნეიტრალური პუნქტია 4);

საგზაო ინფრასტრუქტურის სფერო:

კვლევის მიხედვით, ამ სფეროში უარყოფითი შეფასების ველში მოხვდა:

  • გზებზე მანქანების ნაკადი (MEAN=2.54);
  • ავტომანქანების მოძრაობის დაგეგმარება (MEAN=3.16);
  • ველოსიპედების ბილიკების ინფრასტრუქტურა (MEAN=3.16);
  • ქუჩების ადაპტირებულობა შშმ ადამიანების საჭიროებებთან (MEAN=3.38);

რაც შეეხება სხვა სფეროებს, თბილისის მოსახლეობა უარყოფითად აფასებს ახალმშენებლობებისთვის ნებართვების გაცემის წესი (MEAN=2.69), საზოგადოებრივი ტუალეტების არსებობა/მდგომარეობა (MEAN=3.30), ახალმშენებლობების არქიტექტურული იარსახე (MEAN=3.39);

კვლევის მიხედვით, თბილისელთა უმრავლესობა, 66% საერთოდ არ არის ინფორმირებული ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტისა და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ. როცა, კარგად ინფორმირებული მხოლოდ თბილისელთა 1.9%-ია, ხოლო მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს მიიჩნევს 13.6%.

კვლევა „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა. რესპონდენტთა შერჩევა საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა ცესკოს სიიდან მოხდა. მოსახლეობის გამოკითხვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის 10 რაიონში და 3000 მოქალაქე გამოიკითხა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^