Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიორკის კონცერტზე დასასწრები დაბალფასიანი ბილეთები გაიყიდა - ფასი 200 ლარიდან იწყება

16 ოქტომბერი, 2017 13:30

ბიორკის კონცერტზე დასასწრები დაბალფასიანი ბილეთები უკვე ამოიწურა. ამის შესახებ „ლიბერალს“ SOU ფესტივალის პრესსამსახურში განუცხადეს. 

ბილეთები დღეიდან, 16 ოქტომბრიდან დილის 10 საათიდან იყიდება, თუმცა დაბალფასიანი ბილეთები უკვე ამოიწურა. ამ ეტაპზე ბილეთების ფასი 200 ლარიდან იწყება და 750 ლარამდე აღწევს.

ბიორკის კონცერტი თბილისში 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. როგორც ფესტივალმა 14 ოქტომბერს დააანონსა, ბილეთის ფასი 50-80 ლარიდან დაიწყებოდა.

ფესტივალის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროექტი მაღალბიუჯეტიანია, შესაბამისად, დაბალფასიანი ბილეთების რაოდენობა შეზღუდული იყო - „რამდენიმე ათეული“. 

ღონისძიების მხარდამჭერია Check in Georgia. იჯარის ხარჯს ეკონომიკის სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან აანაზღაურებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^