Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► „დაიკავე სკვერი“ - აქცია და ღონისძიება საჯარო სივრცის დასაცავად

16 ოქტომბერი, 2017 14:44

ნუცუბიძის 77-ში ადგილობრივმა მცხოვრებელებმა გუშინ აქცია-ღონისძიება „დაიკავე სკვერი“ გამართეს. აქციის მონაწილეები პირადი ინიციატივით გამწვანებული ტერიტორიის კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ.  

ადგილობრივების თქმით, მათ მიმართეს თბილისის მერიას ამ ტერიტორიისათვის დამცავი ზონის - სარეკრეაციო ზონა 1-ის მინიჭების თხოვნით.

ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ წარმომადგენლის, ანანო ცინცაბაძის თქმით, ზონალურმა საბჭომ ინიციატივა მოიწონა, თუმცა მერიამ აღნიშნული საკითხი დასამტკიცებლად არ გაგზავნა საკრებულოში და სკვერი კერძო პირზე გაასხვისა. ინვესტორმა სკვერში ფართომასშტაბიანი, მრავალფუნქციური კორპუსების მშენებლობა დაგეგმა. დამკვეთი „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტია“.



ანანო ცინცაბაძე აცხადებს, რომ სამეზობლოს წინააღმდეგობის შედეგად ინვესტორმა ნაწილობრივ შეცვლა პროექტი, თუმცა ამ ეტაპზე საკრებულოში გადაგზავნილი პროექტი კვლავ ითვალისწინებს სკვერში მშენებლობას. 

„ადრე ეს ტერიტორია  გეოფიზიკის ინსტიტუტის იყო, აქვე აშენდა გეოფიზიკის კორპუსი. ეს იყო კლდოვანი ტერიტორია, 1971 წლიდან ჯერ ჩვენმა მშობლებმა, მერე ჩვენ დავიწყეთ გამწვანება. ეს ფიჭვები, ეს იფნები ყველაფერი ჩვენი ხელითაა გაშენებულია. 5515 კვ. მ გამწვანებულია.

შევიტანეთ განაცხადი მერიაში რომ მიენიჭებინათ რეკრეაციული ზონის სტატუსი, მაგრამ საკრებულომდე ვერ მიაღწია განაცხადმა. ამ პერიოდში გასხვისდა ეს ტერიტორია და ის უკვე სხვის საკუთრებაშია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიბრძვით, რომ ამ სკვერის ერთიანობა შევინარჩუნოთ. ამ ხეების გაჩეხის უფლებას არავის მივცემთ. მერიამ შემდეგ დამატებით მისცა და მენაშენემ შეისყიდა 3500 კვ.მ. რომ მშენებლობას ზემოთ გადაეწია, მაგრამ პროექტში ჩანს, რომ სკვერის ტერიტორიაზეც იჭრებიან. ჯამში დიდი ფართობი აკლდება ამ სკვერს“, - განაცხადა ნუცუბიძის 77-ის მცხოვრებმა „ლიბერალთან“.  

   

ანანო ცინცაბაძის თქმით, აქცია „დაიკავე სკვერი“ - მიზნად ისახავდა, ეჩვენებინა რა მნიშვნელობა აქვს საჯარო სივრცეს და რამდენი აქტივობის გამართვა გახდება შეუძლებელი, სივრცის კორპუსებით მიტაცების შემთხვევაში.

ნუცუბიძის 77-ში იმყოფებოდა საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო აქცია, რომელიც მიზნად  ისახავდა საჯარო სივრცის დაცვას და დღეს ხშირ შემთხვევაში ადგილობრივმა მოსახლემ ბევრად უკეთ იცის, თუ როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო და რეკრეაციული ზონები, ვიდრე ამ მოსახლეების წარმომადგენლებმა საკრებულოსა და მერიაში.

„მინდა, გთხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა და საჯარო სივრცის დაცვა. ჩემი მეგობარი ანანო ცინცაბაძე არის ჩართული ამ პროექტში. ეს ფაქტი ძალიან კარგი მაჩვენებელია, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივმა მოსახლემ უკეთესად იცის, როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო რეკრეაციული ზონები, ვიდრე  არჩეულმა წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოსა და მერიაში“,-განაცხადა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^