Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებასა და საზეიმო კონცერტში 194 728 ლარი დაიხარჯა

16 ოქტომბერი, 2017 15:03

თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებისა და საზეიმო კონცერტის ორგანიზებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 194 728, 32 ლარი დაიხარჯა.

ღონისძიება თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში 8 ოქტომბერს ლეღვთახევში გაიმართა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულების მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდა ქალაქური ჟანრის მუსიკა, ამონარიდები მუსიკალური ფილმებიდან და სპექტაკლებიდან, მონაწილეობდა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი, რამდენიმე მუსიკალური ბენდი, 40-ზე მეტი სოლო შემსრულებელი.

აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა, რაც ნიშნავს, იმას, რომ მიმწოდებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი არ გამართულა და მერიამ თავად აირჩია ის. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი იყო კომპანია შპს Art One, რომლის  50%-50%-ის მფლობელი დავით დოიაშვილი და ლევანი აბულაძეა.

საპატიო თბილისელის წოდება წელს 13 მოქალაქეს მიენიჭა. ესენი არიან: ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ლიტერატორი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე, ექიმი და მეცნიერი რომან შაქარიშვილი, ექიმი კარდიოლოგი გულნარა ჩაფიძე, მეცნიერი და ქიმიკოსი ეთერ ქემერტელიძე, კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, მომღერალი ლადო ათანელი, კომპოზიტორი თამაზ ყურაშვილი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მერაბ თავაძე, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, სპორტული ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე, პედაგოგი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ზაირა დავარაშვილი.

მომსახურების ხარჯთაღრიცხვა იხილეთ დანართში:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^