Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა ბზუალა ხოჭოს ახალი სახეობა აღმოაჩინეს

16 ოქტომბერი, 2017 15:07

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა – გიორგი ჩალაძემ, ლევან კალატოზიშვილმა, ზურაბ ჯანიაშვილმა და გიორგი ბაკურაძემ – სოფელ ხევშაში (აღმოსავლეთ საქართველო) ბზუალა ხოჭოს ახალი სახეობა (Coleoptera: Carabidae) აღმოაჩინეს. ხოჭოს ეს სახეობა მიეკუთვნება Aphaonus-ის ქვეგვარს (გვარი Pterostichus), რომელიც აქამდე საქართველოში მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ცნობილი. 

მეცნიერებმა ხოჭოს Pterostichus neilgaimani დაარქვეს, ნილ გეიმანის,სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მოთხრობების, რომანების, კომიქსებისა და ფილმების ავტორის, პატივსაცემად. 

Pterostichus neilgaimani ძალიან იშვიათია (სულ ნაპოვნია ორი ინდივიდი), ცხოვრობს მიწაში და სხვა Aphaonus-ის მსგავსად მტაცებელია.

ნაშრომი გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში ''Zootaxa''.

სტატიის სრული ვერსიის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/95hLwB

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^