Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

SOU ფესტივალი ბიორკის კონცერტზე: ბილეთის ფასი ყველაზე იაფია, რისი შემოთავაზებაც შეგვეძლო

16 ოქტომბერი, 2017 15:55

ბიორკის კონცერტზე დასასწრები ბილეთები დღეიდან, 16 ოქტომბრიდან დილის 10 საათიდან იყიდება, თუმცა დაბალფასიანი ბილეთები უკვე ამოიწურა. ამ ეტაპზე ბილეთის ფასი 200 ლარიდან იწყება და 750 ლარამდე აღწევს. 

რადგან „ბიორკის კონცერტის ხელმისაწვდომობის საკითხმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია“, SOU ფესტივალმა საკუთარ Facebook-გვერდზე ბილეთის ფასებთან დაკავშირებით განმარტება გამოაქვეყნა:

„ნამდვილად არ გვჭირდება იმის ახსნა, რომ საქართველოში 300 ლარის საშუალო ფასთან მიმართებაში „იაფი“ დამაჯერებლად არ ჟღერს, თუმცა თუკი გადავხედავთ ბიორკის კონცერტების საშუალო ფასს მთელ მსოფლიოში (გასული 12 თვის განმავლობაში ბიორკის კონცერტზე დასასწრებად რამდენჯერმე მეტს, საშუალოდ, არანაკლებ 900 ლარის ეკვივალენტს იხდიდნენ, ყველაზე ძვირადღირებული ბილეთების ფასი 5,212 ლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე იაფის – 190 ლარს) ნათელია, რომ SOU-ს ფარგლებში ამ რანგის კონცერტზე მოსახვედრად გადასახდელ ფასთა დიაპაზონი მართლაც მინიმალურია.

ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ საქართველოში კონცერტზე დასასწრები ადგილების რაოდენობა 3 000-მდეა შეზღუდული, რადგან თავად არტისტის მიერ შერჩეული ფილარმონიისა და ოპერის ინფრასტრუქტურა მეტის საშუალებას არ იძლევა. ამას კიდევ უფრო უნდა გაეძვირებინა საქართველოში ღონისძიების გამართვა უცხოელი კოლეგების საშუალო ფასთან შედარებით. ამიტომ SOU Fest-ი საგანგებო მადლობას უხდის არტისტსა და მთელ საორგანიზაციო გუნდს, რომ გაითვალისწინა ქვეყნის ეკონომიკური სპეციფიკა.

მიუხედავად ამ გულისხმიერებისა, ალბათ საგანგებო აღნიშვნას არ საჭიროებს, რომ ბიორკის კონცერტის საქართველოში გამართვა ორგანიზატორებისა და მხარდამჭერებისთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა – ხოლო ფაქტი, რომ კონცერტი არ იმართება 50,000-ის ტევადობის სტადიონსა თუ დარბაზში, ბუნებრივია, ბილეთის საშუალო ფასზეც აისახება. მიუხედავად ამისა, სპონსორების უანგარო და გულითადი თანადგომით ჩვენ შევძელით მიგვეღწია იმისთვის, რომ ბილეთის საშუალო ფასი არ აჭარბებს მინიმალურ ფასს, რომელიც მრავალ ათეულ ათასიან სტადიონზე, სულ ბოლო რიგში ადგილისთვის გადაიხდიდით.

SOU ფესტივალის მთავარი ამოცანა იყო, ერთი მხრივ, ბიორკის მსმენელისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, სწორედ საქართველოში დასწრებოდნენ კონცერტს, მეორე მხრივ კი უხარვეზოდ წარგვემართა ქართული სცენისთვის საეტაპო მნიშვნელობის პროექტი.

თქვენ უკვე იცით, რომ SOU ფესტივალი ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური ფასებით. გასულ ორ ფესტივალზე – რომელმაც კლასიკური და ექსპერიმენტული სცენის უმნიშვნელოვანესი მუსიკოსების კონცერტი საქართველოში შესაძლებელი გახადა – დასწრების მინიმალური ფასი უპრეცედენტო 10 ლარი იყო. SOU 2017ის სტუმრებს შეეძლოთ 30-მდე ღონისძიებას ჯამში 300 ლარად დასწრებოდნენ 2 თვის განმავლობაში, რის გამოც სამართლიანად დავიმსახურეთ გულთბილი გამოხმაურება. 
ამის შემდეგ ფასწარმოების მოდელში არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ფინანსური გარემოებები – რა სახსრებით გვიწევს მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების მორიგი დღესასწაულის შემოთავაზება.

SOU 2017-ზე დასწრების სიიაფე, კერძო სპონსორებთან ერთად, განაპირობა სახელმწიფოს გულითადმა თანადგომამ და მსხვილმა ფინანსურმა მხარდაჭერამ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში. ბიორკის კონცერტი იმავე საკონკურსო წელს ტარდება, შესაბამისად, ფულადი მხარდაჭერის იმედი სახელმწიფოსგან ვეღარ გვექნებოდა. ბიორკის ღონისძიებისთვის სახელმწიფოს როლი გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ (!) ტექნიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით Check in Georgia-ს.“, - აცხადებს SOU ფესტივალი 

ბიორკის კონცერტი თბილისში 31 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. როგორც ფესტივალმა 14 ოქტომბერს დააანონსა, ბილეთის ფასი 50-80 ლარიდან დაიწყებოდა.

ფესტივალის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროექტი მაღალბიუჯეტიანია, შესაბამისად, დაბალფასიანი ბილეთების რაოდენობა შეზღუდული იყო - „რამდენიმე ათეული“. 

ღონისძიების მხარდამჭერია Check in Georgia. იჯარის ხარჯს ეკონომიკის სამინისტრო სარეზერვო ფონდიდან აანაზღაურებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^