Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვიზეარი“ ქუთაისიდან ათენის მიმართულებით იფრენს

16 ოქტომბერი, 2017 16:23

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2018 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ახალ მიმართულებას დაამატებს. „ვიზეარი“ ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს ფრენას. პირველი რეისი ამ მიმართულებით 2018 წლის 17 მაისს შედგება და ერთი მიმართულებით ბილეთი 53.99 ლარი (19.99 ევრო) ეღირება.

„ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოდან ოპერირების გაორმაგება დააანონსა. ქუთაისის აეროპორტში მეორე ხომალდის ბაზირებასთან ერთად ავიაკომპანია იწყებს პირდაპირ ფრენას ისეთ პოპულარულ მიმართულებებზე, როგორებიცაა: პრაღა (ჩეხეთი), ბარსელონა (ესპანეთი), პარიზი - ბუვე (საფრანგეთი), რომი - ფიუმიჩინო (იტალია) და ათენი (საბერძნეთი).“ - წერია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ათენამდე ქუთაისიდან რომში, პარიზში, ბარსელონასა და პრაღაში პირდაპირი ფრენის დაწყება „ვიზეარმა“ 6 ოქტომბერს დააანონსა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^