Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერაყის სამთავრობო ჯარმა ქურთისტანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

16 ოქტომბერი, 2017 18:28

ერაყის პრემიერ-მინისტრის, ჰაიდარ ალ-აბადის ბრძანებით, სამთავრობო ძალებმა ქურთისტანზე შეტევა დაიწყო. სამხედრო კამპანია, რომელსაც ბაღდადმა „უსაფრთხოების დაცვის“ ოპერაცია უწოდა, ქალაქ კირკუკის ქურთებისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

კირკუკის რეგიონი ბაღდადსა და ერბილს შორის სადავო ტერიტორიაა. რეგიონის მოსახლეობას შეადგენენ როგორც ქურთები, ისე არაბები. 2015 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევებისგან როგორც ქალაქი, ისე კირკუკის გაზითა და ნავთობით მდიდარი მიწები ქურთულმა ჯარმა „პეშმერგამ“ დაიცვა. ამის გამო, ბოლო წლებია, ამ მხარეს ისინი აკონტროლებენ. ერაყის ქურთისტანის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდგომ კი, ბაღდადი გააქტიურდა და ქურთებისგან კირკუკის დაბრუნება მოითხოვა.

ერბილსა და ბაღდადს შორის უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ ქურთებს ულტიმატუმი წაუყენა და 48 საათში ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვა. 16 ოქტომბერს სამხედრო ოპერაციაც დაიწყო.

ჯერჯერობით ქურთი ჯარისკაცები უბრძოლველად იხევენ უკან. ერაყის სამთავრობო ძალებმა უკვე დაიკავეს ქალაქი კირკუკი. ქურთული მედიასაშუალებების ცნობით, ქალაქის თავზე დაფრინავენ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები, რეგიონის სხვა ადგილებში შეტაკებების შედეგად კი „პეშმერგას“ 40-მდე მებრძოლია დაჭრილი.

ფოტო: The Guardian

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^