Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 ადამიანს დღეს დაკრძალავენ

17 ოქტომბერი, 2017 15:00

სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული 25 ადამიანის ნეშტს დღეს დაკრძალავენ. საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ, დანარჩენ 24 პირს კი, როგორც ცნობილია, დიღმის ძმათა სასაფლაოზე. სამების ტაძარში, სადაც მამია ალასანიას, სოხუმის მერის გურამ გაბესკირიას და მათი თანამებრძოლების ნეშტებია დასვენებული, სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები.

1992-93 წლებში, ომის დროს დაღუპული მებრძოლებისა და სამოქალაქო პირების ნეშტების მოძიება და გადმოსვენება აფხაზურ მხარესთან თანამშრომლობით ხდება. „უკვე 126 ადამიანის იდენტიფივირება მოხდა და დაიკრძალა, რამდენიმე ასეული ჯერ კიდევ შესაბამის პროცედურებს გადის. მხოლოდ წელს 46 სამარხი გაიხსნა და 91 ნეშტი იპოვეს. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...

„მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტით ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხ ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.& ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ლევან გოგიჩაიშვილი: ვფიქრობ, ანომალიაა, ...

„ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დ ...
^