Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკაბელო ოპერატორების ნაწილმა 6 ქართული არხი გათიშა

17 ოქტომბერი, 2017 15:35

კომპანია „სილქნეტი" განცხადებით ეხმაურება საკაბელო ოპერატორების ნაწილის მიერ 6 ქართული არხის გათიშვას.

„სილქნეტისთვის" მიუღებელია ერთ პაკეტად ისეთი არხების შესყიდვა, რომელთაც სხვადასხვა რეიტინგი და სარედაქციო პოლიტიკა აქვთ. კომპანია ლოგიკურად მიიჩნევს პაკეტის დაშლას და თითოეულ არხზე ცალკეული პირობების განხილვას. 

„ჩვენთვის, პირველ რიგში, მიუღებელია ერთ პაკეტად შესყიდვა ისეთი არხების, რომელთაც სხვადასხვა რეიტინგი, შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და ამავე დროს ბაზრის 80%-ზე მეტს ფლობენ. ამ შეთავაზებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ გადაწყვეტილება თითოეულ არხზე ინდივიდუალურად და მომხარებლის ინტერესის გათვალისწინებით, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის ბიზნეს პრინციპს . შესაბამისად, 6 არხის ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით საუბარი მიუღებელია. თუმცა, ლოგიკურად მივიჩნევთ პაკეტის დაშლას და თითოეულ არხზე ცალკეული პირობების განხილვას. რაზეც, არაერთხელ ვაცნობეთ მაუწყებელთა წარმომადგენელს - მედია რაითს ჯორჯიას, წერილობით. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და ვთვლით, რომ, თუ მოლაპარაკებები სწორად წარიმართება, შევძლებთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის",- ნათქვამია განცხადებაში. 

„ჩვენ მოვითხოვეთ, არა მარტო „რუსთავი 2-მა“, არამედ წამყვანმა მედიასაშუალებებმა გადაიხადონ გადასახადი ჩვენი კონტენტის ტრანსლირებისთვის,“ - ასე აფასებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საკაბელო ოპერატორების მიერ ექვსი ტელეარხისთვის მაუწყებლობის გათიშვას.

კომპანია „მედია რაითს ჯორჯია“ ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელებაში თანხას მოითხოვდა.

„ეს არის ბუნებრივი, გადასახადი არის საბაზროზე უფრო დაბალი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს უნდა გადაიხადონ. გაგვთიშეს, არჩევანი მათია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ ისინი თავის საბაზრო პოზიციებს დაკარგავენ და ძალიან სწრაფად დარჩებიან მომხმარებლების გარეშე,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის 12:00 საათიდან „რუსთავი 2-ს", „იმედს", „მაესტროს", „GDS-ს", „მარაოს" და „კომედი არხს" საკაბელო ოპერატორებმა მაუწყებლობა გაუთიშეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^