Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად უსაფრთხოა სკოლა - სახალხო დამცველის ანგარიში

17 ოქტომბერი, 2017 16:06

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა სკოლის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც მოიცავდა ბულინგის, უცხო პირთა სკოლის ტერიტორიაზე შეღწევისა და სკოლის ფარგლებში უსაფრთხოების დარღვევის საკითხებს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, სკოლა ვალდებულია, შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე, სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რესპონდენტები ყველა პარამეტრის მიხედვით უსაფრთხოდ მიიჩნევენ თავიანთ სკოლას. თუმცა, ამავდროულად გამოვლინდა, რომ ბულინგი და უცხო პირების მიერ სკოლაში შეღწევა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

როგორც მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, უსაფრთხოების განცდაზე გავლენას ახდენს, თუ როგორია სკოლა - დიდი თუ მცირეკონტინგენტიანი. სადაც მეტი მოსწავლეა, იქ საფრთხის განცდა შედარებით მეტია.

კვლევის შედეგების მიხედვით, სკოლის თანამშრომლების და მოსწავლეების შეხედულებები განსხვავდება. თანამშრომლები, მოსწავლეებისგან განსხვავებით, უფრო უსაფრთხოდ განიხილავენ სკოლას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით:

მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევათა დროული გამოვლენა, დაცვისა და დახმარების ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელება.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც ანგარიშშია აღნიშნული,  ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა; სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება; არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც.

მონიტორინგის ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებული საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ მიმართულებით, საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, პირველად შემოწმდა. მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში ჩატარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^