Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ რაქა „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს

17 ოქტომბერი, 2017 16:37

„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ისლამისტი მებრძოლებისგან ბოლომდე გაათავისუფლეს ქალაქი რაქა. „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქზე იერიში აშშ-ის მხარდაჭერილმა ძალებმა ივნისში დაიწყეს. ბოლო შავი, ისლამისტური დროშა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსთან დღეს დაეშვა. სტადიონთან ერთად ეს იყო უკანასკნელი თავშესაფარი ტერორისტებისთვის, რომლებსაც „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ დანებებისთვის რამდენიმე დღე მისცეს. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის ცნობით, რაქას ISIS-ის 3500-მდე  მებრძოლი აფარებდა თავს. მათი დიდი ნაწილი ქალაქისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დანებებული მებრძოლები კი, სავარაუდოდ, ქალაქ ტაბქის სასამართლოში წარდგებიან.

„ისლამური სახელმწიფო“ რაქას 2014 წლიდან აკონტროლებდა. ისლამისტების დე ფაქტო დედაქალაქი იქცა ტერორისტების ძლიერების სიმბოლოდ. აქ სიკვდილით სჯიდნენ ტყვედ ჩავარდნილ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, გეგმავდნენ ტერორისტულ აქტებს და ავრცელებდნენ ისლამისტურ პროპაგანდას. 2016 წლიდან „ისლამურმა სახელმწიფომ“ რღვევა დაიწყო. ერაყში მათ უკვე დაკარგეს ტალ აფარი და მოსული, რომელსაც ტერორისტები ასევე დედაქალაქად მიიჩნევდნენ. რაქის დაცემის შემდეგ კი ჯიჰადისტების ხელში, ერაყსა და სირიაში, ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

სუს: სპეცოპერაციის დროს მიყენებული ზარალ ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ქარტიის განცხადება თბილისში მიმდინარე სპ ...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისში მომდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას ეხმაურება. „ლიბერალი“ განც ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ექიმი: სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სპე ...

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლი ...
^