Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველო": „ოცნების" მხარდამჭერებმა ჩვენი მერობის კანდიდატის მეუღლეს სცემეს

17 ოქტომბერი, 2017 16:33

„ევროპული საქართველოს" განცხადებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერებმა, „ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ლელა ქებურიას მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი დღეს ზუგდიდში გახდა „ევროპული საქართველოს" დაგეგმილი აქცია, რომელზეც პარტიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს და ხელისუფლების უუნარობას აპროტესტებს. სოფელ ერგეტაში, „ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებმა საშუალება არ მისცეს ადგილობრივებს და მიკროავტობუსის მძღოლებს, ზუგდიდში აქციაზე წამოსულიყვნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. მერობის კანდიდატის მეუღლეს სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება", - აცხადებენ პარტიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 თებერვალი
19 თებერვალი

რატომ გაერთიანდნენ "ევროპული საქართველო" ...

"ჩვენთვის გასაკვირიც კია, რომ ეს თემა ახლა გახდა საყურადღებო. "ევროპულმა საქართველომ" თავიდანვე ცხადი გახ ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

პოლიციამ ძალადობის მსხვერპლს დედამთილის ...

საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის მიმართ პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შე ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

რას გეგმავს სახელმწიფო ე.წ. მიხაილოვის ს ...

აღმაშენებლის #60-ში ყოფილ ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს კომპლექსში შემავალ შენობაში, რომელიც ცარიელია და უფუნქციო, გუშინ ...
^