Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაეროს მოსახლეობის ფონდი: მსოფლიოში ქალების მხოლოდ ნახევარს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო

17 ოქტომბერი, 2017 16:39

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)  ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებაა, ვკითხულობთ, რომ უთანასწორობამ და უღარიბესი ქალების უფლებების დაუცველობამ, შესაძლოა, მშვიდობასა და მსოფლიოს განვითარების მიზნების მიღწევას საფრთხე შეუქმნას.

✓ მთელ მსოფლიოში ქალების მხოლოდ ნახევარს აქვს ანაზღაურებადი სამუშაო.

✓ გლობალურად ქალები კაცების ანაზღაურების მხოლოდ 77%-ს იღებენ.

✓ მსოფლიოში ყოველი ხუთი ქალიდან სამს არ ეძლევა შესაძლებლობა სრულად ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი „დედობის საზღაურს“ იხდის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თუ ვერ მოხერხდება ყველაზე ღარიბი ქალებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა, შეიძლება, შესუსტდეს ეკონომიკა და შენელდეს პროგრესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად.

„დღეს ქვეყნებში არსებული უთანასწორობა ეხება არა მხოლოდ ქონებრივ, არამედ, სულ უფრო მეტად  - შესაძლებლობების საკითხს. ღარიბი ქალებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება ოჯახის დაგეგმვის შესახებ, ასევე ქალებისთვის, რომელთაც არა აქვთ ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა არაადეკვატური სერვისების გამო რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, „არ შემიძლია“ საკვანძო სიტყვას წარმოადგენს“, -ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, განვითარებად ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ყოველწლიურად ხდება 89 მილიონი არასასურველი ორსულობისა და 48 მილიონი შეწყვეტილი ორსულობის მიზეზი. ეს არა მარტო ქალთა ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, არამედ ზღუდავს მათ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ან არ გამოეთიშონ ანაზღაურებად შრომით ძალას და გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი. 

ანგარიშში, ასევე საუბარია, რომ ბავშვზე ზრუნვისა და სხვა მასთან დაკავშირებულ სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ხელს უშლის ქალებს ოჯახის გარეთ სამუშაოს მოძებნაში. დასაქმებული ქალები იძულებულნი არიან, გააკეთონ არჩევანი კარიერასა და დედობას შორის, ვინაიდან ისეთი პრობლემების წინაშე დგანან, როგორებიცაა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების არარსებობა და ორსულთა მიმართ დისკრიმინაცია დამსაქმებელთა მხრიდან, რაც ქალებისათვის ე.წ. „დედობის საფასურის“ გადახდაში აისახება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშის რეკომენდაციით, მიზნად უნდა იყოს დასახული ყველა სახის უთანასწორობის აღმოფხვრა, ქალთა რეპროდუქციული უფლებების რეალიზებას კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ამ პროცესში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^