Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიევში აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

17 ოქტომბერი, 2017 19:29

კიევში, რადას შენობასთან გამართულ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობის“, „დემალიანსის“ და „ალტერნატივის" მოწყობილ აქციაზე პოლიციამ ხელკეტები და ცრელმდენი გაზი გამოიყენა. უკრაინული მედიის ცნობით, არიან დაშავებულები, მათ შორის, პოლიციელებიც. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა უკრაინის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა გადაწყვიტეს. პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა მომიტინგეების უკან დახევა, თუმცა მოგვიანებით მათ კარვების გაშლა მაინც შეძლეს.

აქცია „საყოველთაო უკრაინული შეკრება დიდი პოლიტიკური რეფორმებისთვის“ 09:30 წუთზე დაიწყო. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. პოლიციასთან დაპირისპირების მიუხედავად, აქცია ახლაც გრძელდება.

ფოტო: Украинская правда

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^