Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას" 18 მილიარდი დოლარი გადაურიცხა

18 ოქტომბერი, 2017 10:57

ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას" 18 მლრდ დოლარამდე გადაურიცხა - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. 

ტრანზაქციის შემდეგ, „ღია საზოგადოება" ფილანტროპიურ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა - იგი რიგით მეორე ყველაზე დიდი ორგანიზაცია გახდა აშშ-ში. National Philanthropic Trust-ის 2014 წლის მონაცემებით, პირველ ადგილს ბილ და მელინდა გეითსების ფონდი იკავებს. 

87 წლის სოროსი ფონდის საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარეა. პროექტების დაფინანსება მან 1979 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო. 1984 წელს მან ფონდი უნგრეთში დააარსა. უნგრეთში როგორც კომუნისტური, ისე ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში ცხოვრების შემდეგ, სოროსი „ღია საზოგადოებების" განვითარებას ისეთ ქვეყნებში ცდილობდა, სადაც ძალაუფლება ავტორიტარულ მთავრობებს ჰქონდათ. მან ფონდ „ღია საზოგადოებას" სახელი ფილოსოფოს კარლ პოპერის წიგნის მიხედვით დაარქვა. პოპერი მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას იცავდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^