Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოქანდაკე გოგი ოჩიაური გარდაიცვალა

18 ოქტომბერი, 2017 11:12

მოქანდაკე და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მონაწილეობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში. მის ნამუშევრებს შორისაა: „ვაჟა-ფშაველა“, „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, „რეკვიემი“, ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“. არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“ და ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“.

გოგი ოჩიაურს 2005 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 2012 წელს კი - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^