Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სქესზე ორიენტირებული ფრაზეოლოგია ვაკანსიებში - ომბუდსმენი jobs.ge-ს მიმართავს

18 ოქტომბერი, 2017 12:29

სახალხო დამცველმა „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობაზე“ ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად შრომითი და წინასახელშეკრულებო პირობებია დასახელებული.

ანგარიშის მიხედვით, ომბუდსმენმა შეისწავლა სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნებული დისკრიმინაციული განცხადებები ვაკანსიების შესახებ და დაადგინა, რომ მათი უმეტესობა შეიცავს სქესზე ორიენტირებულ ფრაზეოლოგიას. „მაღალანაზღაურებად, საპასუხისმგებლო სამუშაოზე სასურველ კანდიდატს მამაკაცი წარმოადგენს, იმ პოზიციებზე კი, რომლებიც განსაკუთრებულ კვალიფიკაციას არ მოითხოვს, დამსაქმებელი „სასიამოვნო გარეგნობის მქონე“, „18-დან 25 წლამდე“, „დაუოჯახებელ“ გოგონას ეძებს.“

ანგარიშში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, თავად დამსაქმებლების მხრიდან აღინიშნება დისკრიმინაციული მოპყრობა. მეორე მხრივ, კი დასაქმების ვებგვერდები დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველი განცხადებების გავრცელებით უწყობენ ხელს ნეგატიური სტერეოტიპების გამყარებას. ამის გამო, ომბუდსმენმა ვებგვერდის (jobs.ge) მიმართ გამოსცა ზოგადი წინადადება და შპს „ელიტ სერვისს“ რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც მიმართა და ამ პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პრობლემად რჩება შრომითი უფლებები სკოლებსა და ბაღებში. მაგალითად, პრობლემაა სადამრიგებლო კლასების განაწილება. ასევე ომბუდსმენთან შესული განცხადებები ეხებოდა დისკრიმინაციას პოლიტიკური, შეზღუდული შესაძლებლობების, განსხავევებული შეხედულებებისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.
სახალხო დამცველის ანგარიში 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე მომზადდა და საქართველოში „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ შესრულებას უწევდა ზედამხედველობას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^