Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლო და რელიგიის თავისუფლება - დაანონსებული ცვლილებები კონსტიტუციაში

18 ოქტომბერი, 2017 13:15

„ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების ინიცირების პროცესის დაწყებას ახალი რედაქციის გამოქვეყნებისთანავე გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 4 მიმართულებით აპირებს. 

„როგორც კი ხელი მოეწერება და გამოქვეყნდება დოკუმენტი, ჩვენ უკვე დავიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირების პროცესს. მუშაობას ვაპირებთ ოთხ საკითხზე, აქედან ორი დაკავშირებულია საარჩევნო სისტემასთან - ბონუსის გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება; ასევე, ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, კიდევ ორი საკითხი, რომელზეც ვაპირებთ მუშაობას, არის საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და რელიგიის თავისუფლების მუხლი“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს გაზიარებაზე უარი თქვა და მოტივირებული შენიშვნები დაძლია. სწორედ ამის გამო, მმართველმა გუნდმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დააანონსა. რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი რედაქციის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებას, ეს მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან პასუხს ელოდება, მოაწერს თუ არა ხელს პარლამენტის მიერ მიღებულ პაკეტს. თუკი გიორგი მარგველაშვილი ხელმოწერაზე უარს იტყვის, ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს, რის შემდეგაც ის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივნისი
20 ივნისი

იყო აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელ ...

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ...
20 ივნისი
20 ივნისი

სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სად ...

 სამოქალაქო აქტივისტები "რედისონთან", სადაც რუს პოლიტიკოსებთან ერთად სერგეი გავრილოვი იმყოფება, აქცი ...
20 ივნისი
20 ივნისი

„როგორც კი გავიგე, მოვითხოვე სესიის შეჩე ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლ ...
^