Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოპოზიციამ ივანიშვილისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სასამართლოში სარჩელი შეიტანა

18 ოქტომბერი, 2017 14:41

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცა. 

საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, საკრებულოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები არის უკანონო. 

„ვთანხმდებით, რომ ამ ორ ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო. ჩვენ სარჩელი შეგვაქვს, ერთი მხრივ, იმაზე, რომ ზონალური ცვლილებები არ იყო დასაბუთებული, როგორც იცით პუშკინის მიმდებარე ტერიტორია არის განუსხვისებელი ქონება და ამას სჭირდება სხვა ტიპის ადმინისტრაციული წარმოება და მეორე საკითხი კი არის ის, რომ საკრებულოს ბოლო ხმაურიან სხდომაზე, რომელიც დახურა ალიბეგაშვილმა, მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად იყოს ცნობილი“, - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ. 

10 ოქტომბერს საკრებულომ  ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწების გადაცემას მხარი დაუჭირა.

საკრებულომ მხარი დაუჭირა თბილისში, პუშკინის ქუჩაზე, „ცეკავშირის" მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან („პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთი სასტუმრო) არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის  შპს „თბილისი სითის“ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად (საინვესტიციო ვალდებულებით) გადაცემას.

ასევე, მხარი დაუჭირა ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თაბორი  რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად საკუთრებაში გადაცემას. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს, მათი თქმით, ეს კომპანიები ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.

ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციები გამართეს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თურქეთში გამართული არჩევნების წინასაწარი ...

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ...
24 ივნისი
24 ივნისი

შსს: ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციი ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შე ...
24 ივნისი
24 ივნისი

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დ ...

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters ...
^