Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სირცხვილი არ უნდა იყოს

18 ოქტომბერი, 2017 15:11

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მართვის პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს კომფორტული, პოპულარული და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა არ უნდა იყოს სირცხვილი. 

„დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობს და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული პროექტების განხორციელება. მაგალითად: არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება 700 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ევროპული ტიპის ავტობუსით. მერიამ 145 ახალი ავტობუსი შემოიყვანა, რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ჩვენ დამატებით გვჭირდება 700  ავტობუსი, დედაქალაქის მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული, და არამხოლოდ კომფორტული, პოპულარული რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სირცხვილი არ იყოს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მეტროს მოდერნიზებას, როგორც ვაგონების, ასევე მეტროსადგურების“, - განაცხადა „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თურქეთში გამართული არჩევნების წინასაწარი ...

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ...
24 ივნისი
24 ივნისი

შსს: ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციი ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შე ...
24 ივნისი
24 ივნისი

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დ ...

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters ...
^