Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, ომბუდსმენის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ

18 ოქტომბერი, 2017 15:20

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონმდებლობაში არსებობს ჩანაწერი, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა და შესაბამისად, კანონისთვის გვერდის ავლა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. - მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობოების მიერ თავიანთი კანდიდატის დასახელების ინიციატივას გამოეხმაურა. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ აპირებს, სახალხო დამცველის საკითხზე გუნდის შიგნით შეჯერდეს. 

„ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ და წარვადგინოთ ღირსეული კანდიდატურა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ კანდიდატის დასახელებას, მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში კომპეტენციები გამიჯნულია. არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამ ნორმაში არ არის საუბარი არასამთავრობო სექტორზე. შესაძლებელია, გარკვეული კონსულტაციები გაიმართოს და გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის აზრი, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დღევანდელი კანონმდებლობის გვერდის ავლა არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს არასამთავრობოებს მოუწოდა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე თავიანთი კანდიდატი დაასახელონ.

სახალხო დამცველის თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 თებერვალი
19 თებერვალი

რატომ გაერთიანდნენ "ევროპული საქართველო" ...

"ჩვენთვის გასაკვირიც კია, რომ ეს თემა ახლა გახდა საყურადღებო. "ევროპულმა საქართველომ" თავიდანვე ცხადი გახ ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

პოლიციამ ძალადობის მსხვერპლს დედამთილის ...

საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის მიმართ პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შე ...
19 თებერვალი
19 თებერვალი

რას გეგმავს სახელმწიფო ე.წ. მიხაილოვის ს ...

აღმაშენებლის #60-ში ყოფილ ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს კომპლექსში შემავალ შენობაში, რომელიც ცარიელია და უფუნქციო, გუშინ ...
^