Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსეი ნავალნის 2028 წლამდე არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავენ

18 ოქტომბერი, 2017 17:59

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად რამდენჯერმე მოეწყო აქცია. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ნავალნი მოითხოვს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. მაგრამ, კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, ის არჩევნებში მონაწილეობას 2028 წლამდე ვერ შეძლებს.

„ნავალნი ახალგაზრდა პოლიტიკოსია, პერსპექტიული.“ - ციტირებს სააგენტო TASS პამფილოვას სიტყვებს. „მაგრამ მართლმსაჯულებასთან პრობლემების გამო, სავარაუდოდ, 2028 წლამდე არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.“ - თქვა პამფილოვამ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სადაც მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც იყრის კენჭს, ალექსეი ნავალნი აქტიურ კამპანიას ატარებს. მისი მოძრაობა მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს და პერმანენტულად საპროტესტო აქციებს მართავს. ამასთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები მოითხოვდნენ, ნავალნისთვის 18 მარტს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ.

ელა პამფილოვამ კი სოჭში ახალგაზრდულ ფესტივალზე ნავალნის მხარდამჭერები კანონის არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ცრუ ინფორმაციებით ისინი ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავენ. „ე.წ. იურისტები ასეთი ინფორმაციის გავრცელებით ცუდად მოქმედებენ ახალგაზრდებზე“ - თქვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, - „ეს ტყუილია. ნავალნის არ აქვს მონაწილეობის უფლება“.

თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ ფინანსური დანაშაულის ორი შემთხვევა, რომელსაც მას აბრალებენ, კრემლის მიერ მოწყობილი ფაბრიკაციაა. მაგრამ ამ მოცემულობით, ალექსეი ნავალნი ვერც მომდევნო, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც კანონმდებლობა (მე-4 საპრეზიდენტო ვადის ამოწუწურვის შემდეგ) ვლადიმერ პუტინსაც აღარ მისცემს გაპრეზიდენტების უფლებას. 2024 წლის შემდეგ კი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2030 წელს გაიმართება.

Photo: KIRILL KUDRYAVTSEV/Getty Images

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

სუს: სპეცოპერაციის დროს მიყენებული ზარალ ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ქარტიის განცხადება თბილისში მიმდინარე სპ ...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისში მომდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას ეხმაურება. „ლიბერალი“ განც ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ექიმი: სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სპე ...

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლი ...
^