Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკის პროექტზე სამსჯელოდ აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები არ მიიწვიეს

18 ოქტომბერი, 2017 19:48

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს. კანონპროექტის სამუშაო ფორმატში განხილვას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და კანონპროექტის ინიციატორები  ესწრებიან, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმიდან კი - EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე და ექიმი-ნარკოლოგი, „ალტერნატივა ჯორჯიას“ მკვლევარი დავით ოთიაშვილი. 

ნარკოპოლიტიკის პროექტზე სამსჯელოდ აქტივისტები და სათემო ორგანიზაციები არ მიუწვევიათ. 

როგორც „ლიბერალთან" საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია განმარტავს, რომ ინიციატორებთან ერთად შეთანხმდნენ ისეთ სამუშაო ფორმატზე, რაც დღესაა წარმოდგენილი. მისი თქმით, შემდეგი ფორმატი უფრო ფართო იქნება.

„ინიციატორებთან ერთად შევთანხმდით, რომ დღეს ასეთი ფორმატი გვქონოდა.  ეს არის რამდენიმე ეტაპად დაყოფილი შეხვედრა. ეს  ბოლო არ არის. ერთ-ერთ შეხვედრაზე ავტორებისა და ინიციატორების უფრო ფართო წარმომადგენლობა იყო,  მაშინ უწყებები არ იყო წარმოდგენილი. დღეს გვყავს უწყებები და ინიციატორები. ეს ფორმატი არ ითვალისწინებს სხვა სუბიექტების დასწრებას. აქ არის მთავრობა, კომიტეტის წევრები და ინიციატორები, მაგრამ ინიციატორებმა მოითხოვეს 2 წარმომადგენელი სამოქალაქო სექტორიდან.  შემდეგი ფორმატი იქნება უფრო ფართო. რამდენიმეეტაპიანი სამუშაო პროცესია დაგეგმილი. ყველა ერთად, ყველა ფორმატში - ეს არის საქმისთვის შედეგის თვალსაზრისით კარგი", - აღნიშნა ბესელიამ.

ბესელიამ სამუშაო შეხვედრის დაწყებისას კი განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიცირებამდე არ იყო მსგავსი განხილვების შესაძლებლობა და ახლა იმუშავებენ პოზიციების დაახლოებაზე ან გარკვეულ კორექტივებზე. 

„სამწუხაროდ, არ იყო ასეთი განხილვის შესაძლებლობა ინიცირებამდე და, შესაბამისად, ახლა გვიწევს ამ სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა, სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, რათა შევძლოთ და პოზიციები, სადაც შესაძლებელია, იქ დავაახლოოთ და სადაც შესაძლებელია გარკვეული კორექტირებაც გავაკეთოთ. როგორც პირველი შეხვედრისას დავგეგმეთ, დღეს მოვისმენთ მთავრობისა და კონკრეტული უწყებების პოზიციებს, ასევე სასამართლოს მოსაზრებას პროექტთან დაკავშირებით“, - თქვა ეკა ბესელიამ. 

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრი და EMC-ის იურისტის, გურამ იმნაძის თქმით, მათი სურვილია, განხილვებში მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, რათა შეხვედრა უფრო წარმომადგენლობითი იყოს.

„ჩვენთვისაც ეს ცოტა უცნაური იყო.  აქტივისტებზე არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. ჩვენი სურვილი იქნება, მაქსიმალურად იყვნენ ჩართული აქტივისტური ჯგუფები და უფრო წარმომადგენლობითი იყოს ასეთი შეხვედრა“, - განაცხადა გურამ იმნაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^