Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISFED: სავარაუდოდ დაშინების გამო 6 ოლქში კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს

19 ოქტომბერი, 2017 12:34

ISFED-მა წინსაარჩევნო მონიტორინგის ბოლო შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
მიხედვით, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად ზეწოლის ფაქტები შესამჩნევად გახშირდა, რაც საფრთხეს უქმნის თავისუფალ და სამართლიან წინასაარჩევნო გარემოს.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის მიხედვით, დრამატულად მოიმატა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულმა ზეწოლისა და დაშინების შემთხვევებმა. სავარაუდოდ, ამის გამო, 6 ოლქში საარჩევნო სუბიეტებად რეგისტრირებულმა პირებმა კანდიდატურები მოხსნეს.  „საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ზეწოლა/მუქარის 23; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1; ძალადობის 2; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 3; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6; შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების 1; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის 6; სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა. ასევე საყურადღებოა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში არსებული გადაცდომების 6 ფაქტი.“ - აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ასევე გახშირდა სოციალური ქსელებით წინასააარჩევნო კამპანიაში დეზინფორმაციის გავრცელება კონურენტების მიმართ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოკვეთილი და შესამჩნევია დეზინფორმაციის გავრცელება დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიმართ.

ანგარიში მოიცავს 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს. რომლის დროსაც, ISFED-ის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია შესამჩნევად დინამიკური გახდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 379 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^