Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: ომბუდსმენის არჩევისას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი

19 ოქტომბერი, 2017 12:46

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს და მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის შერჩევისას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.

ყველასთვის ცნობილია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის ფორმალური დასახელების უფლება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციასა და ფრაქციებს მიღმა დარჩენილ არანაკლებ 6 დეპუტატს შეუძლია. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა და განხილვებში, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევას თან სდევდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაიწყებს სახალხი დამცველის შერჩევის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა. არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, პარლამენტის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი დაპირებები კი მნიშვნელობას ისეთი პროცესის დროს იღებს, როგორც სახალხო დამცველის არჩევაა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში", - ნათქვამია არასამათავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

2.  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

3.  ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

4.  საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

5. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (Cida)

6. ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

7. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

8.  ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

9.  კონსტიტუციის 42-ე მუხლი

10. ლიბერალური აკადემია

11. მრავალენოვანი საქართველო (PMMG)

12. ადამიანის უფლებათა ცენტრი

13. მრავალენოვანი საქართველო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^