Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკო ალეკო ელისაშვილის განცხადებას პასუხობს

19 ოქტომბერი, 2017 13:07

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, ცესკომ მის დამკვირვებლებს უარი უთხრა, ელექტრონულ სიაში გადაემოწმებინათ უბანზე მისული თითოეული ამომრჩეველი.

„დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ერთ-ერთი კანდიდატის განცხადება, თითქოსდა მისი წარმომადგენლების უფლებების განხორციელებას ექმნება საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს და ხელს შეუწყობს კანონით დადგენილი მათი უფლებების თავისუფლად განხორციელებას.

ამასთან, დაკვირვების უფლების მქონე პირებს (დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები) ცესკო შეახსენებს, რომ მათ შეუძლიათ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების შესაბამისი უბნის სიაში იდენტიფიცირების შესაძლებლობის კუთხით, დააკვირდენენ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას, მათ დამოწმებას და კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზემოხსენებული უფლების განხორციელება მოხდეს კენჭისყრის შენობაში აგიტაციისა ან ამომრჩეველზე რაიმე ზეგავლენის გარეშე, რათა დაცული იქნას ხმის მიცემის ფარულობისა და ნების თავისუფლად გამოხატვის ფუძემდებლური პრინციპები.

შესაბამისად, ცესკო მიმართავს დაკვირვების უფლების მქონე პირებს იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას და კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებას", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ელისაშვილი: „ოცნება" ემზადება გაყალბებისთვის, ვინაიდან იციან, პირველივე ტურში ვერ მოიგებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ნოემბერი
22 ნოემბერი

სუს: სპეცოპერაციის დროს მიყენებული ზარალ ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ქარტიის განცხადება თბილისში მიმდინარე სპ ...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისში მომდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას ეხმაურება. „ლიბერალი“ განც ...
22 ნოემბერი
22 ნოემბერი

ექიმი: სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სპე ...

სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლი ...
^