Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსწავლე: ზეწოლა მოახდინეს ბავშვებზე, რის საფუძველზეც შესაძლოა გაათავისუფლონ მასწავლებელი

19 ოქტომბერი, 2017 14:49

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის, დოდო კეზუას მხარდასაჭერად სკოლასთან აქციას მართავენ. მათი თქმით, მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გაიგეს რომ სკოლის ადმინისტრაცია დოდო კეზუას ათავისუფლებს. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ქიმიის მასწავლებელის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი დირექტორის პირადი ინტერესის გამო დადგა. მოსწავლეების თქმით, ადმინისტრაცია ქიმიის მასწავლებელს რამდენიმე ბავშვის ცემაში ადანაშაულებს. მოსწავლეები „ლიბერალთან“ აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელსაც დირექტორთან ახლო ურთიერთობა აქვს, ბავშვებზე ზეწოლა გადაწყვიტა.

„აქ ვიდექით ნახევარი სკოლა, მაგრამ მას შემდეგ რაც მასწავლებლებმა ბავშვები შეიყვანეს, დავრჩით მხოლოდ მეთორმეტე კლასელები გარეთ. აქცია ტარდება იმის გამო, რომ გავიგეთ, ათავისუფლებენ ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ მასწავლებელს, რომელიც ძალიან სამართლიანი იყო და ამ სამართლიანობის გამო ჰქონდა დირექტორთან დაპრისპირება. ბავშვებს დააწერინეს ისეთი რამეები, რის გამოც შესაძლოა მასწავლებელი სკოლიდან გააგდონ.  მაგ: ერთ-ერთ ბავშვს დააწერინეს, რომ ფიზიკურად შეეხო. ამ ბავშვმა შემდეგ აღიარა, რომ ეს ზეწოლა იყო, ეს მისმა მშობელმაც თქვა, ამაზე დაიწერა საჩივარი. ეს მასწავლებელი არის ძალიან ცუდად, შეემქნა ჯანმრთელობის პრობლემა. რეალურად მის ადვოკატს იმასაც კი არ აგებინებენ, ათავისუფლებენ თუ არა მასწავლებელს“, - განაცხადა სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ. 

როგორც დოდო კეზუას ადვოკატმა მარინა ძამსაშვილმა „ლიბერალს" უთხრა,  ტყუილია რომ დოდო კეზუამ მოსწავლეები ცემა და მომხდარში დირექტორის ინტერესები იკვეთება. 

„სისულელეა, რომ მან ბავშვები ცემა. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ ერთ-ერთ ბავშვს ჰქოდა ფანჯარასთან ფარდაზე თავი მიდებული. ისინი ჰკიდია რგოლებზე და რკინებზე, შეეშინდა  მასწავლებელს და უთხრა, შემობრუნდიო, გაფრთხილება მისცა. ეს იყო მხოლოდ. ის რომ ბავშვმა რაღაც თქვა, ეს არის დირექტორის ჩანაფქრის შედეგი. მე ახლა ჩავიბარებ საბუთებს, გავიგებ რა გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციამ, თუ ასეთი რამ მოხდა, მანდატურები ხომ უნდა ჩაეყენებინათ საქმის კურსში?"- განაცხადა მარინა ძამსაშვილმა.  

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურში „ლიბერალს" უთხრეს, რომ იმ განცხადებების საფუძველზე, რომელიც 67-ე სკოლასთან დაკავშირებით იყო, რამდენიმე კვირის წინ სკოლაში შევიდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი. 

„განცხადებების საფუძველზე რამდენიმე კვირის წინ სკოლაში შევიდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი. ჩვენ მომდევნო კვირაში ამ სკოლასთან დაკავშირებით გვექნება დასკვნა და გვექნება შესაბამისი რეაგირება. მანამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადეს სამინისტროდან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^