Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

54 დისკრიმინაციული და ანტიდასავლური კომენტარი „პატრიოტთა ალიანსისგან" - MDF-ის ანგარიში

19 ოქტომბერი, 2017 15:13

„მედიის განვითარების ფონდმა“ წინასაარჩევნო დისკურსში სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მონიტორინგი გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აკვირდებოდა როგორც შერჩეულ პოლიტიკურ სუბიექტებს, ისე მედიას. MDF-ის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტებიდან „პატრიოტთა ალიანსმა“ ყველაზე მეტი - 54 დისკრიმინაციული და ანტიდასავლური კომენტარი გააკეთა. ამის ერთ-ერთ მაგალითად MDF-ს მოყავს პარტიის წევრისა და პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ციტატა, რომელშიც პოლიტიკოსი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში გაეროს ადანაშაულებს: „გაეროს ჰყავს თავისი უშიშროების საბჭო და დაზვერვა. აი, იმ დაზვერვის ხალხმა სააკაშვილს ხელი შეუწყო, რომ 2006 წელს კოდორში ის სპექტაკლი დაედგა  - ჯერ ჯარი შემოიყვანა, მერე გაასხვისა. ამ დიდ ავანტიურაში გაეროსთან ერთად რუსეთი და ამერიკაც მონაწილეობდნენ. ახლა იგივე ძალებმა ის უკრაინაში შეიყვანეს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქაც რაღაცას გეგმავენ“. - ამბობდა ემზარ კვიციანი.

როგორც აღმოჩნდა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის აზრით, საქართველოსა და თურქეთს შორის ომი მიმდინარეობს. „მინდა, გითხრათ, რომ ბათუმი და აჭარა, ჩვენ ამას ვამბობთ 20 წელი, კაცო, არის ფრონტის ხაზი. ბათუმი არი ის ქალაქი, სადაც პირდაპირი ექსპანსია ხორციელდება საქართველოს თურქეთის მხრიდან”. - მოჰყავს MDF-ს თარხან-მოურავის ციტატა.

სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების კომენტარებით, „პატრიოტთა ალიანსს“ მოსდევს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 25 ასეთი კომენტარით. „შემდეგ ადგილზეა მოძრაობა „ეროვნულები” (7), რომელიც „ქართველთა მარშთან” არის დაკავშირებული. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” შემთხვევაში 5 დისკრიმინაციული კომენტარი გაკეთდა, „ლეიბორისტული პარტიის“ - 4, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 1. სხვადასხვაში არიან გაერთიანებული „ჩვენი სამშობლო“ (3), „ნეიტრალური სოციალისტური საქართველო“ (2), „ქართული დასი“ (2), „მემარცხენე ალიანსი“ (2).“ - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება მედიას, შერჩევაში მონაწილე მის  წარმომადგენელთა 
164 კომენტარიდან ყველაზე მეტი (99) ანტიდასავლური შინაარსის იყო და მათი უმეტესობა ონლაინგამოცემა „საქართველო და მსოფლიოზე” (52) მოდის, რომელსაც მოსდევს ონლაინგამოცემა „საქინფორმი” (23), ტვ „ობიექტივი”  - 16 და გაზეთი „ასავალ-დასავალი” - 7 ასეთი კომენტარით.

სულ, მონიტორინგის პერიოდში 1 სექტემბერიდან 7 ოქტომბრამდე, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენელთა 270 კომენტარი გამოვლინდა. აქედან ნახევარზე მეტი (139) ანტიდასავლური შინაარსის იყო. შემდეგ ადგილზეა ქსენოფობია სხვადასხვა ჯგუფის მიმართ (47), რასაც თურქოფობიური (41), ჰომოფობიური (32), გენდერული სტერეოტიპების შემცველი (8), რასისტული (2) და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული (1) განცხადებები მოსდევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^