Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა „ერთპარტიულ კონსტიტუციას" ხელი მოაწერა

19 ოქტომბერი, 2017 18:09

პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადა.

„სამწუხაროდ ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო, ის რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია, ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან , რომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა  გადავდგათ, რომ თავიდან აცილებულ იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის 117 ხმით დასძლია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^