Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქარტია“: საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქშოუში წელს კრიტიკული კითხვები არ ისმოდა

19 ოქტომბერი, 2017 18:16

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ წინასაარჩევნოდ სატელევიზიო ტოქშოუების მონიტორინგის ანგარიში გამოაქყვეყნა. „ქარტიის“ ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თვითმმართველობა 2017“ კრიტიკული შეკითხვები არ დასმულა. არხზე ტოქშოუს ისეთი ფორმატი შეურჩიეს, რომ მოწვეულ რესპონდენტებს არ უწევდათ მწვავე დისკუსია წამყვანთან ან სხვა რესპონდენტებთან. „2016 წლისგან განსხვავებით, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამი გადაცემა მუშაობდა საარჩევნო თემებზე, მათ შორის, მონიტორინგისას ყველაზე დადებითად შეფასებული გადაცემა „ინტერვიუ", წელს ამგვარი ე.წ. Hard Talk-ის ფორმატის გადაცემა, სადაც მწვავე კითხვები დაისმებოდა, ეთერში არ გასულა.“ - წერს „ქარტია“.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გადაცემა კანდიდატებს შორის დებატებს ითვალისწინებდა, ასეთი რამ არ მომხდარა. თანაც, ტოქშოუს სტუდია ღია ცის ქვეშ იყო მოწყობილი და მეტეოროლოგიური პირობებიც დამატებით პრობლემებს ქმნიდა.

რაც შეეხება სხვა არხებს, „ქარტიის“ მიხედვით, სხვა ტოქშოუებშიც შესამჩნევი პრობლემა კრიტიკული კითხვების ნაკლებობა იყო.  „იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას თანაბრად ეძლეოდა საშუალება, საარჩევნო დაპირებები  საზოგადოებისთვის  გაეცნო,  თუმცა  ნაკლებად  იმართებოდა  კრიტიკული მსჯელობა საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით.“ - აღნიშნულია ქარტიის ანგარიშში. „როგორც 2016 წლის არჩევნებზე, ამჯერადაც ისმოდა ზოგადი კითხვები:  „რას პირდებით ამომრჩევლებს? პირველ რიგში რომელ პრობლემას მოაგვარებთ? რამდენი მანდატის მიღებას გეგმავთ არჩევნებზე? და ა.შ. ეს შესაძლებლობას აძლევდა რესპონდენტს მხოლოდ სასურველი მიმართულებით წარემართა საუბარი. წამყვანთა  კვალიფიკაციის  პრობლემა  განსაკუთრებით  ჩანდა რეგიონულ  არხებზე,  სადაც პრაქტიკულად არ დასმულა კრიტიკული კითხვები.“ - წერს „ქარტია“.

„ქარტიის“ ანგარიში ასახავს 19 აგვისტო-8 ოქტომბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს. მონიტორინგის სუბიექტებად შერჩეულნი იყვნენ: პრეზიდენტი, მთავრობა და პოლიტიკური პარტიები. მონიტორები აკვირდებოდნენ, თუ როგორ ჩანდნენ კვლევის სუბიექტები გადაცემებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^