Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

19 ოქტომბერი, 2017 19:05

ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში მსჯავრდებულ ლევან მექვაბიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2017 წლის 14 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა. 

„2017 წლის 14 მარტს, მსჯავრდებულ ლევან მექვაბიშვილთან თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დაზარალებულ ალექსი პეტრიაშვილის თანხმობით და მისი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ლევან მექვაბიშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და შეურიგდა დაზარალებულს, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ლევან მექვაბიშვილს საქართველოს სსკ 117 მუხლის  მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი ჩაეთვლება პირობითად. 

შსს-ს ინფორმაციით, 2016 წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხნენ. ლევან მექვაბიშვილმა თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^