Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დაჭრაზე გამოძიება დაიწყო

20 ოქტომბერი, 2017 11:11

შსს მარნეულის რაიონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით სოფელ ყიზილაჯლოში, დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გახსნა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი, მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრა. „დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.“ - წერია შსს-ს გაცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მალევე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოინახულა დაჭრილები და გამოძიების დეტალებს გაეცნო.

სროლის შედეგად დაჭრილები მოინახულა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ ინტენსიურ თერაპიაში დასჭირდებათ მკურნალობის გაგრძელება, თუმცა ასევე კლინიკაში რჩება კიდევ ორი დაშავებული.

„ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარ შემთხვევაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. „ამ ეტაპზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ვერსიებზე საუბარი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხის ვერავითარი პოლიტიზება ვერ მოხდება მარტო იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ დაჭრილ პირს კანდიდატის სტატუსი აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ თემის არჩევნებსა და პოლიტიკასთან დაკავშირების გარეშე უნდა დავაკვირდეთ პროცესს და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.“ - თქვა წულუკიანმა მედიასთან საუბრისას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^