Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI-ის კვლევა: 7 ყველაზე მსხვილი კომპანია, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ თანხა შესწირა

20 ოქტომბერი, 2017 12:27

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა.

TI-ის კვლევის მიხედვით,  1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულებების 93% მმართველმა პარტიამ მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხებზე.

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა დ 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულებების 93% მმართველმა პარტიამ ა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა მთლიანობაში 10 319 998 ლარის ოდენობის შემოწირულობა მოიზიდეს; 

ამ თანხის უდიდესი ნაწილი 9 553 178 ლარი (93%) მიიღო პოლიტიკურმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”,

  • „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 609 969 ლარი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 48 261 ლარი; 
  • „პატრიოტთა ალიანსი” - 28 187 ლარი;
  • ალექსანდრე ელისაშვილი - 20 241 ლარი;

„ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულება 16-ჯერ აღემატება შემოწირულობით მეორე ადგილზე გასულ „ევროპული საქართველოს“ მაჩვენებელს და 12-ჯერ მეტია ყველა კვალიფიციური სუბიექტის ჯამურ შემოწირულებებზე.

ყველაზე მსხვილი შემომწირველი 7 კომპანია იყო - თითოეულმა „ქართულ ოცნების” სასარგებლოდ მაქსიმალური თანხა  120 000 ლარი გაიღო. ეს კომპანიებია:

  •  შპს „ჯი-ემ-პი”;
  • შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა”;
  •  შპს “LION”;
  •  „თეგეტა მოტორსი“;
  •  „დეტი“;
  •  „პარტნიორი“;
  • „მეეკი“

„ქართული ოცნების” 31 შემომწირველი კომპანიიდან 2017 წელს 15-მა მიიღო გამარტივებული წესით სახელმწიფო კონტრაქტები საერთო ღირებულებით დაახლოებით 2 145 022 ლარი - ამავე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში პარტიის სასარგებლოდ მთლიანობაში 1 021 793 ლარი გაიღეს.

TI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ  643 შემომწირველიდან 289 ადამიანი 818 იურიდიულ პირთან იყო სხვადასხვა სტატუსით დაკავშირებული. ამ 818 იურიდიული პირიდან 70 არის ისეთი, რომელმაც 2017 წელს გამარტივებული წესით სახელმწიფო შესყიდვების ერთი კონტრაქტი მაინც მიიღო;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საანგარიშო პერიოდში შემოწირულების შემოწმების მიზნით 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესწავლის მიზნით,  გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარა, რომელთაგან 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 – „ქართული ოცნების“. არც ერთი შემომწირველი არ დაჯარიმებულა;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ აღნიშნავს, რომ აუდიტის აუდიტის სამასახურმა ვერ მოახერხა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული მონაცემების პროაქტიულად და სრულად გამოქვეყნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^