Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF - „იმედზე" 2 449 383 ლარის საბიუჯეტო რეკლამის ხელშეკრულება გაფორმდა

20 ოქტომბერი, 2017 12:36

2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „რუსთავი 2-თან“ საბიუჯეტო რეკლამის განთავსებაზე გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება 4-ჯერ არის შემცირებული, ხოლო 2016 წელს თითქმის 3-ჯერ. „იმედის” შემთხვევაში საპირისპირო ტენდენცია იკვეთება: „იმედთან” გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტების ღირებულება 2017 წელს 2016 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია - ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევაშია საუბარი, სადაც ასევე წერია, რომ რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებაზე მთავრობის მიერ გამოცხადებულ ყველაზე დიდი ღირებულების კონსოლიდირებულ ტენდერში (2 მლნ.) 2017 წელს ტელეკომპანია „იმედმა” გაიმარჯვა, რასაც მეორე დიდი ნაციონალური არხი „რუსთავი 2“ სასამართლოში ასაჩივრებს.

წინასაარჩევნოდ მომზადებული კვლევა მიზნად მედიის ფინანსური შემოსავლებისა და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს. 

კვლევაში დეტალურადაა განხილული წლების მიხედვით ტელევიზიებთან საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელშეკრულებების შედეგად გაზრდილი და შემცირებული თანხა. მაგალითად, 2017 წელს  4 653 136,5 ლარის ხელშეკრულებების დიდი ნაწილი - 3 788 721 ლარი ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, დარჩენილი - 864 416,5 ლარი კი რეგიონულ მაუწყებლებზე.

მათ შორის ყველაზე მეტი ღირებულების - 2 449 3834 ლარის ხელშეკრულება „იმედთან” გაფორმდა, მას მოსდევს „რუსთავი 2" (503 914 ლარი). შემდეგ ადგილებზე არიან: „პულსი TV“ (202 290), „მაესტრო“ (56 092), ტვ „პირველი“ (22 210), საზოგადოებრივი მაუწყებელი ( 16 101), GDS (14 784), „პალიტრა ტვ“ (7 361), „ერთსულოვნება“ (4000), „კავკასია“ (3996), „ხარისხის არხი“ (3200), ტვ „24“ (3100), „იბერია TV“ (3073), „ობიექტივი“ (1 855), „არტარეა TV2.0“ (1980), „სტარვიზია“ (845).

აღსანიშნავია კვლევის ის ნაწილი, რომ 2017 წელს რუსთავი 2-მა საქართველოს მთავრობის და შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელის საფუძველი საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული 2-მილიონიანი ტენდერია, რომელშიც მხოლოდ ტვ “იმედი” მონაწილეობდა და გაიმარჯვა და რომლითაც საბიუჯეტო ორგანიზაციების რეკლამის განთავსება იყო გათვალისწინებული. რუსთავი 2-ის მტკიცებით, ისინი მონაწილეობდნენ შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ წინასწარ შეხვედრაში, რომელზეც კონსოლიდირებული ტენდერის საკითხი განიხილებოდა, თუმცა დაპირების მიუხედავად, მათ ელექტრონული ფოსტით ინფორმაცია 19 ივლისს ტენდერის გამოცხადების შესახებ არ მიუღიათ. 24 ივლისს კი ეცნობათ, რომ მეორე 1-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც პირველი ტენდერის შემდეგ შედარებით ნაკლებრეიტინგული კომპანიებისთვის (სატელევიზიო რეიტინგი AMR საშუალოდ არაუმეტეს 4% 01.01.2017 – 30.06.2017 პერიოდის მონაცემების მიხედვით) გამოცხადდა. პირველ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა კი მხოლოდ იმ ტელეკომპანიებს ჰქონდათ, რომელთა სატელევიზიო რეიტინგი (AMR) საშუალოდ არანაკლებ 4%-ია. 

კვლევაში წერია, რომ ასეთი ტელეკომპანია ბაზარზე ორია - “იმედი” და რუსთავი 2. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ კონსოლიდირებულ ტენდერს საფუძვლად საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის განკარგულება დაედო. განკარგულების თანახმად, ტენდერის მიზანი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლება იყო, შესყიდვა კი სახელმწიფო შესყიდვების ანალიზისა და ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით უნდა განხორციელებულიყო. 

მეორე ტენდერის გამარჯვებული, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ტელეკომპანიებს ჰქონდათ, ვისი სატელევიზიო რეიტინგი (AMR) არაუმეტეს 4%-ია, 11 მაუწყებელი იყო. ესენია:

სატენდერო დოკუმენტაციის 3.9 მუხლის თანახმად, “ერთზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია არ იღებს ვალდებულებას გამარჯვებულ პრეტენდენტებს შორის შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულების (ერთი მილიონი ლარი) რაიმე წინასწარ დადგენილი პრინციპით გადანაწილების თაობაზე. აღნიშნული განხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონკრეტული საჭიროებიდან, მიზნობრიობიდან და მის მიერ 8 საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის განკარგულება №1427 „2017-2018 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ 9 წარმოებული კამპანიისათვის სასურველი შედეგების მიღწევის მიზნით განსაზღვრულ მიზანშეწონილობაზე დაყრდნობით”. შესაბამისად, 1 მილიონი თანხის გადანაწილება 11 მედია სუბიექტს შორის რეალურად დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჯარო დაწესებულებასა (შემსყიდველი) და ცალკეულ მედია საშუალებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, როგორც ეს სატენდერო დოკუმენტაციითაცაა განსაზღვრული (მუხლი 3.12). 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, 1 მილიონიანი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში 49 136 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 9 მედია საშუალებასთან 2 უწყებამ - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გააფორმეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^