Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF: საბიუჯეტო კონტრაქტები 2017 წელს ღიად პრორუსულ გამოცემებთანაც გაფორმდა

20 ოქტომბერი, 2017 12:46

2014-2016 წლის პრაქტიკის მსგავსად საბიუჯეტო ორგანიზაციები განაგრძობენ რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტების გაფორმებას ისეთ მედიასაშუალებებთან, რომლებიც სიძულვილის ენას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ. საბიუჯეტო კონტრაქტები 2017 წელს ღიად პრორუსულ გამოცემებთანაც გაფორმდა - ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის(MDF) კვლევაშია საუბარი, რომელიც მედიის ფინანსური შემოსავლებისა და მედიაში ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელებისთვის საბიუჯეტო სახსრების განაწილების პრაქტიკის შესწავლას ისახავს მიზნად. 

კვლევაში ასევე საუბარია მთავრობის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულთა შორის „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ტვ „ობიექტივის" შესახებ და წერია, რომ პრორუსული სარედაქციო პოლიტიკის მქონე „ხარისხის არხთან” კი ხელშეკრულება დღეისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს გაფორმებული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2016 წლის მსგავსად, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტრაქტი 2017 წელსაც ღიად პრორუსულ გამოცემა „თბილისი 24”-თან აქვს გაფორმებული. ეს უკანასკნელი პრორუსულ პარტია „ცენტრისტებთან” დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც წინასაარჩევნოდ საქართველოში რუსული ბაზების დაკანონების მოთხოვნით გამოვიდა.

„თბილისი 24-ის“ 18 სექტემბრის10 და 1-ლი ოქტომბრის11 პუბლიკაციები:

გარდა ამისა, კვლევაში წარმოდგენილია 2017 წელს გაფორმებული საბიუჯეტო კონტრაქტები მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ახდენენ.

ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) ანგარიშში საქართველოს ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, გადახედოს კონტრაქტებს ისეთ მედიებთან, რომლებიც სიძულვილის ენას აღვივებენ: “ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედია საშუალებებთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^