Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წითელ ნუსხაში დაცული სვავის მოკვლის ფაქტზე ორი ადამიანი გამოიკითხა

20 ოქტომბერი, 2017 17:05

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ უჭირავს ორ პიროვნებას ნანადირევი მკვდარი სვავი. აღმოჩნდა, რომ სვავის სახეობის((Aegypius monachus) ფრინველი "საქართველოს წითელ ნუსხაშია" შესული. შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში მოხდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია, მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა: "ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება", - განაცხადეს გარემოს სამინისტროში.

დღეს ასევე ფეისბუქზე “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ემზარ კვიციანის დამ ნორა კვიციანმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოქვეყნა, სადაც ჩანს მონადირის მიერ მოკლული, ასევე წითელ ნუსხაში მყოფი დასავლეთკავკასიური ჯიხვი.კვიციანი წერს რომ მონადირემ ის 19 ოქტომბერს მოკლა: “ხაბჯირ მეთხვარ!”, - წერია პოსტში.

გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ შემთხვევაზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^